21:56 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-14 17:51:45, 927 ნახვა

საზოგადოება
მესამე მასივში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონში  ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მესამე მასივში, კალაუბნის N36ა და N38 კორპუსების მიმდებარედ, ასფალტის საფარი იგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.

 როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, საგზაო სამუშაოები ხორციელდება ზემო პლატოს N40 კორპუსის მიმდებარედაც. აღნიშნულ მისამართზე წყალარინების სისტემა უკვე მოწესრიგდა და ამჟამად, კორპუსის სართულშუა ნაპრალების ამოვსება ხდება.

გზის მოწესრიგება მიმდინარეობს ასევე, მესამე მასივის მე-6 კვარტლის N7 და N13 კორპუსის მიმდებარედ, რომლის ფარგლებშიც, ბორდიური და ტროტუარი მოეწყობა.  საგზაო სამუშაოები ხორციელდება ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მეორე რიგშიც, სადაც N176 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზა და ტროტუარი წესრიგდება.

სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, მესამე მასივში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics