20:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-11 11:32:21, 616 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ზორტიყელის მთის მოსახლეობას შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, აჭარის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან ადგილს - ზორტიყელს ეწვია. თორნიკე რიჟვაძე იალაღებზე მყოფ მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, შუამთობის დღესასწაულს  ზორტიყელის მთაზე განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

 „დღეს არის ზორტიყელობის დასაწყისი, შუამთობის დასაწყისი, მთის და ბარის სიყვარულის და პატივისცემის დღე. ჩვენ შევხვდით ჩვენს მეგობრებს და მივულოცეთ ეს დღესასწაული. მსგავსი შეხვედრები  მთაში გაგრძელდება. დავინტერესდით იმ პრობლემებით, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ და რა თქმა უნდა, სწრაფი ტემპებით უნდა გადაიჭრას ძალიან ბევრი საკითხი. ჩვენ განვახორციელებთ ისეთ ღონისძიებებს, რომ ხელი შეეწყოს ჩვენს მოქალაქეებს უკეთ იცხოვრონ მთაში. მთის გაძლიერება კი ხელს შეუწყობს როგორც ბარის, ისე მთლიანად ქვეყნის გაძლიერებას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ზორტიყელის მთაზე შეკრებილმა მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ადგილზე სტუმრობით და ამ ფორმით დაწყებული კომუნიკაცია დადებითად შეაფასა.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics