|
2018-08-09 16:39:24, 1250 ნახვა
პოლიტიკა
ე.წ.ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების მიმართ ლიეტუვაში შეზღუდვები ამოქმედდა
ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტმა ე.წ.ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების მიმართ შეზღუდვების დაწესების პროცედურა დაასრულა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შედეგად ყველა პირი, ვინც აღნიშნულ სიაშია მოცემული, უკვე შეზღუდვებს ექვემდებარება. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვას შესაბამის სამსახურს ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში შეყვანილ პირებზე სანქციების დაწესების მოთხოვნით ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 აგვისტოს მიმართა. შეგახსენებთ, რომ 21 მარტს პარლამენტმა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ რეზოლუცია მიიღო. მთავრობამ სია, რომელშიც 33 პირია შეყვანილი 26 ივნისს დაამტკიცა. სიაში შევიდნენ: დავით გურწიევი, ალიკ ტაბოევი, რაშიდ კანჯი-ოღლი, სლავიკ ბადია, რაულ კორტავა, ზაურ ჭითანავა, ციბრონა (ეკა) ახალაია, ოთარ ტურნანბა, ალიკა წაბრია, რუსლან ჯოპუა, როზა მირცხულავა, დიმიტრ არშბა, ვლადიმერ გუნია, ალხაზ მირცხულავა, გია ტუჟბა, გენრიხ ჭანბა, ვლადიმერ ანუა, ზაურ ცეცხლაძე (იგივე მიხეილ თარბა), გენადი აშხაცავა, გელა ვანაჩა, ოთარ ფალავანძია, ოლეგ პაპასკირი, აფრიკან ბგანბა, ვახტანგ უბირია, ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი, შურიკ კოკოსკერია, ლევ ბიჩენოვი, გია თუაევი, ფისო ვაზაგოვი, თამაზ ბესტაევი, რამჩიკ ფუხაევი, არკადი ძერანოვი, ზურაბ დუდაევი.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)