|
2018-08-09 13:22:37, 3521 ნახვა
მსოფლიო
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 347-მდე გაიზარდა
ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 347-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ABC News იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 1500-მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. სპეციალისტების განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან მაშველები სამძებრო სამუშაობს ამ დრომდე აგრძელებენ. მედიის ცნობით, კუნძულიდან 20 000-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. აღსანიშნავია, რომ ინდონეზიის საანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გარდაცვლილების შესახებ განსხვავებულ ინფომრაციას ავრცელებს, მათი ცნობით, მიწისძვრას 131 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, სხვა ოფიციალური უწყებები გაცილებით მეტი დაღუპულის შესახებ იტყობინებიან, რომელიც სავარაუდოდ 226-დან 381 ადამიანამდე მერყეობს. ცნობისთვის, ინდონეზიაში მიწისძვრა 5 აგვისტოს მოხდა. მისი სიმძლავრე 6.9 მაგნიტუდა იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)