|
2018-08-08 14:16:30, 1339 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთი: ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისადმი ერთგულებას და მოვუწოდებთ რუსეთს ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს
2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლება განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული. საფრანგეთი კვლავ ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს სრულყოფილად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლების ცალმხრივი აღიარება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფასა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევას. ზემოხსენებული რეგიონების მილიტარიზაცია, ასევე, აღნიშნული და საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობას შორის ურთიერთობების გამყარებისა და ნდობის აღდგენის მექანიზმებისათვის ხელის შეშლა მიუღებელია და აბრკოლებს ქვეყნის მოქალაქეთა შერიგების სასურველ პროცესს. საფრანგეთი მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად, რათა მიღწეულ იქნას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება", - ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)