09:46 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-07 22:43:28, 928 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები დააჯილდოვა

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები დააჯილდოვა.

2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის პერიოდში გამოჩენილი თავგანწირვისა და თავდადებისათვის, პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ სტან სტორიმანსი  - ტელეკომპანია RTL - ის ოპერატორი, გიგა ჩიხლაძე- ტელეკომპანია „ალანიას" ახალი ამბების რედაქტორი, რომელიც მუშაობდა NEWSWEEK-ის რუსული გამოცემისა და ფრანგული რადიო RFI- თვის და ალექსანდრ კლიმჩუკი: "იტარ-ტასის" ფოტორეპორტიორი. ჯილდოები დაღუპული რეპორტიორების ოჯახის წევრებს გადაეცათ.

აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს, მთავრობასთან, დიპლომატიურ კორპუსთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად პრეზიდენტმა სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე უმასპინძლა.

პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინა ომის და მისი შედეგების ამსახველი ფოტო-მასალა, გამოფენაზე წარმოდგენილი საქართველოში მოღვაწე ფოტოგრაფების (შახვალად აივაზოვი, ლელი ბლაგონრავოვა, ზურაბ ქურციკიძე, ივანე შლამოვი, ნოდარ ცხვირაშვილი, გიორგი აბდალაძე, გიორგი ბუხაიძე) მიერ გადაღებული უნიკალური ფოტოებით მთელმა მსოფლიომ შეიტყო რუსული აგრესიის რეალური სახე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics