|
2018-08-07 16:19:44, 778 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში შშმ პირისთვის პანდუსი მოეწყო და გზების რეაბილიტაცია ხორციელდება
ვაჟა-ფშაველას III კვარტლის IV კორპუსში მცხოვრები შშმ პირისთვის საცხოვრებელი ბინის შესასვლელთან პანდუსი მოეწყო. სამუშაოები, მოქალაქის თხოვნის საფუძველზე განხორციელდა. გარდა ამისა, ვაკის რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოები უჩანეიშვილის ქუჩაზე უკვე დაიწყო, სადაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა. პროექტის ფარგლებში, უჩანეიშვილის I და III გასასვლელებში, ასევე, გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს. გზების განახლება წყნეთშიც აქტიურად გრძელდება. გოგებაშვილის ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაიგო, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭებიც, რომლის შემდეგაც, ტერიტორიაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა დაიგება. პროექტის ფარგლებში, 1800-მდე მ2 განახლდება. წყნეთში კიდევ ერთი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. გრუნტის დამჭერი ნაგებობა მელიქიშვილის N4-ში მოეწყობა.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)