|
2018-08-04 14:01:58, 1993 ნახვა
მსოფლიო
მოკლული რუსი ჟურნალისტები პარიზში გადაასვენეს
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტები პარიზში გადაასვენეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფომრაციით, პარიზიდან ცხედრებს 5 აგვისტოს მოსკოვში გადაასვენებენ. მოსკოვში გადასვენების შემდეგ ჟურნალისტებს ექსპერტიზა ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც მათ ცხედრებს ოჯახის წევრებს გადასცემენ. შეგახსენებთ, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჟურნალისტი ორჰან ჯემალი, რეჟისორი ალექსანდრ რასტორგუევი და ოპერატორი კირილ რადჩენკო 31 ივლისს მოკლეს, ხოლო მათი მძღოლი თავდასხმას გადაურჩა. 2 აგვისტოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანჟ მაქსიმ კაზაგიმ განაცხადა, რომ რუსი ჟურნალისტები ავტომობილის ქურდობის მცდელობის დროს მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტები აფრიკაში ფილმს იღებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)