|
2018-08-04 13:10:57, 2241 ნახვა
მსოფლიო
156 დაღუპული და 220 დაშავებული - შეტაკებები ღაზას სექტორში გრძელდება
ღაზას სექტორთან ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის შეტაკებები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მომხდარი შეტაკებებეს დროს დაშავებულთა რიცხვი 220-მდე გაიზარდა, ხოლო ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სულ 4 თვის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების დროს, 156 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ შეტაკებებში 8 ათასამდე პალესტინელი მონაწილეობს და ისინი საზღვრის გარღვევას პერიოდულად ცდილობენ. ებრაელი ჯარისკაცები მათ წინააღმდეგ სპეცტექნიკას და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს. ცნობისთვის, ისრაელ-ღაზას საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პალესტინელებმა ე.წ. დაბრუნების მარში მოაწყვეს. 31 მარტს დაწყებული აქცია მოძრაობა "ჰამასის" მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ისრაელი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. პროტესტის ტალღა იერუსალიმში ამერიკის საელჩოს გადატანამ გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)