|
2018-08-04 11:39:05, 833 ნახვა
საზოგადოება
მეხანძრე-მაშველს, რომელმაც ჩვილი გადაარჩინა ფულადი ჯილდო გადასცეს
მეხანძრე-მაშველ ალექსანდრე შუკვანს, რომელმაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ხანძრისას, ჩვილი გადაარჩინა, ფულადი ჯილდო გადაეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მაშველს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საზღვარგარეთ სასწავლო კურსით გააგზავნიან. მეხანძრე-მაშველს მადლობის სიგელიც გადასცეს. მეხანძრე-მაშველს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი შეხვდა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი 2 აგვისტოს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა 30 კვ.მ. უწყების ცნობით, ხანძრისას მაშველები მოქალაქეების ევაკუაციას ახორციელებენ, მათ შორის საცხოვრებლიდან გამოიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვიც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)