|
2018-08-02 15:21:30, 1080 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთი „ღირსეულ პარტნიორზე“: საპასუხოდ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას გავააქტიურებთ
საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხედრო სწავლების, "ღირსეული პარტნიორი 2018-ის" ჩატარების გამო აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნულუ, ასეთი ტიპის სამხედრო სწავლებები აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნების პირდაპირი დაფინანსებით ტარდება, რომლებიც თავიანთი ქმედებებით გააზრებულად ახალისებენ საქართველოს მილიტარიზაციის შემდგომ პროცესს. "ღრმად გვწამს, რომ საქართველოს სამხედრო-ტექნიკური პოტენციალის ზრდა საფრთხეს უქმნის აფხაზეთის რესპუბლიკას და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის საფუძვლებს არყევს. ცნობისთვის, საქართველოში სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2018" 1 აგვისტოს გაიხსნა. საქართველო აღნიშნულ სწავლებას უკვე მეოთხედ მასპინძლობს. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)