18:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-02 13:30:13, 535 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე უკრაინის ელჩს საქართველოში იჰორ დოლჰოვს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაზე აგრძელებს საქრთველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. დღეს თორნიკე რიჟვაძე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იჰორ დოლჰოვს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა უკრაინის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

„დღეს ჩვენ მსგავსი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით ვდგავართ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე გვაერთიანებს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები. უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორიცაა. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით კი ტურიზმის სექტორში, რასაც უკრაინიდან შემოსული ტურისტების მზარდი რაოდენობაც მოწმობს" - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. აღინიშნა, რომ გაგრძელდება ასევე ორ ქვეყანას შორის რეგიონული თანამშრომლობა როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე ჰუმანიტარულ-კულტურული მიმართულებით.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics