|
2018-08-02 11:39:35, 2138 ნახვა
მსოფლიო
ამერიკამ თურქეთის ორ მინისტრს სანქციები დაუწესა
თეთრი სახლის პრესმდივნის სარა სანდერსის განცხადებით, ამერიკამ თურქ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. როგორც სანდერსმა აღნიშნა, შეზღუდვების პაკეტი თურქეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების წინააღმდეგ ამოქმედდება. მედია საშუალების ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრების გამო მიიღო. ოფიციალურმა ვაშინგტონმა თურქეთს პასტორის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, რაზეც ანკარამ უარი განაცხადა. ცნობისთვის, პასტორი 2017 წელს იზმირში დააკავეს. მას ბრალად თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 35-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ბრანსონი, მეუღლესთან ერთად, თურქეთში, ქალაქ იზმირში, 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ქრისტიანული ეკლესიის მოძღვარი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)