|
2018-08-01 11:50:05, 660 ნახვა
პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 20% საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნებას“ მისცემდა ხმას, 11% კი, „ნაციონალურ მოძრაობას“
NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რესპოდენტთა 20% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 11% - "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს, 4% - "ევროპულ საქართველოს", 3% კი - "ლეიბორისტულ პარტიას". გარდა ამისა, რესპოდენტთა უმრავლესობა, კერძოდ კი, 30% აცხადებს, რომ არ იცის, რომელ პარტიას დაუჭერდა მხარს, 15% კი ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს. 10%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)