07:44 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 11:37:02, 615 ნახვა

პოლიტიკა
რესპოდენტთა 81%-სთვის მისაღებია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს - კვლევა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

კერძოდ, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 81%-სთვის მისაღებია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, 12%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია, ხოლო 6%-მა განაცხადა, რომ ხსენებულ კითხვაზე პასუხი არ იცის. 

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1,9 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics