|
2018-08-01 10:55:12, 819 ნახვა
საზოგადოება
NDI: საქართველოში მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდაა
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 51% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სამუშაო ადგილებია. ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში მეორე ადგილს სიღარიბე იკავებს, რომელსაც მოსახლეობის 32% ასახელებს. 28% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვან საკითხებში ფასების ზრდა/ინფლაცია შედის. 28% - პენსიებს, 24% - ტერიტორიულ მთლიანობას, 21% - ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურეობას, 17% - ხელფასებს, 15% - განათლებას, 10% - ადამიანის უფლებებს, 10% - რუსეთთან ურთიერთობას, 8% - სამართლიანობის აღდგენას, 6% - კრიმინალს, 5% - სამართლიან არჩევნებს, ხოლო 4-4% სასამართლო სისტემას და ნატო-ში გაწევრიანებას ასახელებს. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1,9 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)