|
2015-01-20 15:42:00, 2184 ნახვა
პოლიტიკა
ხმალაძე: გენოციდის განხორციელებაში სააკაშვილის მიმართ რუსეთის ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა
„გენოციდის განხორციელებაში სააკაშვილის მიმართ რუსეთის ბრალდება სრულიად უსაუძვლოა“,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ რუსეთის სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, რუსეთი მიხეილ სააკაშვილს გენოციდის და მკვლელობის ბრალდებით საერთაშორისო სასამართლოში უჩივის. მისივე თქმით, რუსეთი ვერ შეძლებს იმის დამტკიცებას, რაც ბუნებაში არ არსებობს. „საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ აქვს სარჩელი შეტანილი, სადაც მათ ბრალი ედებათ გენოციდის განხორციელებაში, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. მათი ბრალდება გენოციდში გნებავთ საქართველოს, გნებავთ სააკაშვილის, ნებისმიერი თანამდებობის პირის მიმართ, არის სრულიად უსაფუძვლო და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან ადვილად დასამტკიცებელი იქნება. რაც შეეხება რუსეთს, ის ვერ შეძლებს იმის დამტკიცებას, რაც ბუნებაში არ ყოფილა“,-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გენოციდის, მკვლელობის, აკრძალული საშუალებების გამოყენების და ომის წარმოების დაუშვებელი მეთოდების ბრალდებებით, საერთაშორისო სამამართლოში მასალები გადაგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)