|
2018-07-30 11:49:04, 2291 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ აშშ-ის მთავრობის მუშაობას შეაჩერებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ მთავრობის მუშაობას შეაჩერებს, თუ კონგრესში დემოკრატები საიმიგრაციო პოლიტიკასა და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობას არ დაუჭერენ მხარს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა Twitter-ის საკუთთარ გვერდზე დაწერა. "მე მთავრობის მუშაობას შევაჩერებდი, თუ დემოკრატები მხარს არ დაუჭერენ საზღვრის უსაფრთხოებას, რომელიც მექსიკის კედელსაც გულისხმობს! უნდა გავთავისუფლდეთ გათამაშებისგან, "დავიჭირე და გავათავისუფლე" პრაქტიკისგან და სხვა, მსგავსი რაღაცებისგან. საბოლოოდ უნდა გადავიდეთ საიმიგრაციო სისტემაზე, რომელიც დაფუძნებულია დამსახურებებზე. ჩვენ გვჭირდება დიდებული ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოვლენ", - წერს ტრამპი. ცნობისთვის, მიმდინარე წლის სექტემბერში კონგრესის მიერ მთავრობის დაფინანსების ბიუჯეტს ვადა გასდის და თუ კონგრესი შეთანხმებას ვერ მიაღწევს მთავრობა მუშაობას შეწყვეტს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)