|
2018-07-27 16:36:03, 1841 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძემ და კრისტიან ურსემ საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მკაფიო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მთავრობა სრულად უჭერს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებას. მამუკა ბახტაძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში კონფლიქტებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობას, რომლითაც ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. კრისტიან ურსემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო მიესალმება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და მზად არის, მომავალშიც შეუწყოს ხელი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისკენ მიმართული პროექტების განხორციელებას. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა წარმატებულ თანამშრომლობაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან, რომლის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრა შემოდგომაზე თბილისში იგეგმება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების მიზნით სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)