10:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 12:31:32, 540 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ილვესი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც 2008 წლის ომის დროს, საქართველოში ჩამოვიდა

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ტომას ჰენდრიკ ილვესს შეხვდა. 

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ილვესი ერთ-ერთი პირველი იყო იმ პრეზიდენტებს შორის, რომელიც საქართველოში  2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩამოვიდა.   

“ესტონეთის პრეზიდენტმა ამ შენობაში კიბეებზე გაიხსენა მისი ბოლო ვიზიტი ამ შენობაში -  ეს იყო 2008 წლის აგვისტო,  ის დღეები, როცა რუსეთის არმია საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს ჯერ კიდევ ბომბავდა და ყველას გვახსოვს, რომ ტომას ჰენდრიკ ილვესი იყო ერთ-ერთი პირველი იმ პრეზიდენტთაგანი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, მიუხედავად დახურული საჰაერო სივრცისა და იმ პრობლემებისა.  ამით მან ფასდაუდებელი დახმარება აღმოგვიჩინა ჩვენ,  ქართველებს და საქართველოს.  ამიტომ, როდესაც ილვესი საქართველოში ჩამოდის, ჩვენ კიდევ ძალიან მყარად ვაცხადებთ, რომ საქართველო არ არის მარტო“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics