|
2018-07-26 12:46:52, 1076 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ აზერბაიჯანულ ბანკთან „ნიკოილი“ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
„თიბისი ბანკსა“ და აზერბაიჯანულ ბანკს - „ნიკოილს" შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა. ბანკებს შორის პარტნიორობა შემდეგ ნაბიჯებს მოიცავს: · აზერბაიჯანის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების თანხმობის შედეგად, თიბისი კრედიტისა და „ნიკოილის" გაერთიანების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თიბისი ბანკი იქნება „ნიკოილ ბანკის" დაახლოებით 10% წილის მფლობელი; · თიბისი ბანკი წარმოდგენილი იქნება "ნიკოილ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოში და „ნიკოილ ბანკის" მენეჯმენტთან ერთად გადამწყვეტ როლს ითამაშებს კომპანიის სამომავლო განვითარებაში. თიბისი ბანკი გეგმავს საქართველოს საბანკო სექტორში ოპერირებისას დაგროვილი ცოდნის „ნიკოილისთვის" გაზიარებას, მათ შორის სრულად ციფრული ბანკის - სფეისის მიმართულებით. ეს ხელს შეუწყობს საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტებზე ორიენტირებული აზერბაიჯანული ბანკის განვითარებას. · გაერთიანების შედეგად, სამი წლის განმავლობაში, თიბისი ბანკს „ნიკოილ ბანკში" დამატებითი წილის (50% +1 ოდენობამდე) შეძენის უფლება ეძლევა. ტრანზაქცია სავარაუდოდ 2-3 თვეში, აზერბაიჯანის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების მიერ აღნიშნული ტრანზაქციის დამტკიცების შემდეგ დაიხურება. „ჩვენთვის საამაყოა „ნიკოილ ბანკთან" პარტნიორობა. ეს მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა თიბისი ბანკისთვის, რომელიც წარმატებით ოპერირებს კონკურენტულ ქართულ ბაზარზე და შეუძლია თავისი გამოცდილების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა. მინდა, ხაზი გავუსვა სრულად ციფრული ბანკის სფეისის მნიშვნელობასაც, რომელიც ძალიან მოკლე ვადებში სულ უფრო პოპულარული ხდება და რომლითაც უკვე 120 000-მდე მომხმარებელი სარგებლობს. გაერთიანების წარმატებით დასრულების შემდეგ, სფეისს აზერბაიჯანელ მომხმარებელსაც შევთავაზებთ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. "მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ თიბისი ბანკთან. ჩვენ ერთობლივად შევძლებთ თანამედროვე სერვისებისა და პროდუქტების აზერბაიჯანელი მომხმარებლისთვის შეთავაზებასა და მზარდ ბაზარზე წარმატების მიღწევას", -აღნიშნა ნიკოლოზ შურღაიამ, „ნიკოილ ბანკის" გენერალურმა დირექტორმა. „ნიკოილი" აზერბაიჯანული კომერციული ბანკია, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ყველა სახის საბანკო მომსახურებას სთავაზობს. ბანკის ფართომასშტაბიანი გაყიდვების ქსელი ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში ოპერირებს. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ნიკოილის" მთლიანი აქტივები 591 მილიონი ლარის ეკვივალენტს შეადგენს.
(R)
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)