|
2018-07-25 15:16:22, 1208 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის პირველ დღეს გიორგი გახარიამ მაღალი დონის შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) ხელმძღვანელთან კირსტენ მედისონთან. ამერიკელ პარტნიორთან გამართულ შეხვედრაზე, სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, კერძოდ კრიმინალურ პოლიციაში დაწყებულ მასშტაბურ რეფორმაზე, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვა პროცესზე, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შემოღების მნიშვნელობასა და სამინისტროში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს. განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და ზოგადად უწყებაში მიმდინარე რეფორმები და საგზაო უსაფრთხოების კუთხით მხარდაჭერის შესაძლებლობა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი INL- სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ მყარ თანამშრომლობას.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)