17:25 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-23 15:12:48, 697 ნახვა

რეგიონი
„საქნახშირის“ წარმოებისა და მინდელის შახტის დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს

„საქნახშირის“ წარმოების დირექტორმა გია ქარქაშაძემ, მინდელის შახტის დირექტორმა აკაკი ახვლედიანმა და მთავარმა ინჟინერმა გიზო კირკიტაძემ თანამდებობები დატოვეს, – ინფორმაციას „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

რაც შეეხება „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორ ჯამბულ ჯაყელს, ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ის თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც ტექნიკური სამუშაოები და კვლევა დასრულდება.

ცნობისთვის, ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციის გადაყენებას და შახტებში ტრაგიკულ შემთხვევებზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics