21:10 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 20:32:45, 787 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდა სერიოზული მუშაობის შედეგია

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში მაისში დაფიქსირებული საერთაშორისო ვიზიტორების გაზრდილი რაოდენობა სერიოზული მუშაობის შედეგია.

მისი თქმით, სპეციალური კამპანია 9 მიზნობრივ ბაზარზე ჩატარდა. გარდა ამისა, საქართველოში მოწვეულ იქნა 200 საერთაშორისო ჟურნალისტი და 70-ზე მეტი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი როგორც საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს განხორციელდა იმისათვის, რომ მომხდარიყო ნეგატიური ტენდენციის გარდატეხა.

„მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით იმის მიუხედავად, რომ ჩვენს გარშემო ვითარება მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. ჩვენი პროაქტიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ვიზიტორების რაოდენობის 15-პროცენტიანი ზრდა, ასევე 5 პროცენტით მოიმატა იმ ვიზიტორების რიცხვმა, რომლებიც საქართველოში 24 საათზე მეტი დროით დარჩნენ, რაც ასევე კარგი მაჩვენებელია და ეს ნიშნავს უფრო მეტ დახარჯულ ფულს საქართველოში, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics