|
2018-07-20 17:03:58, 658 ნახვა
საზოგადოება
ხუთ მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სრულდება
საბურთალოს რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, შარტავას ქუჩა N18, პეკინის გამზირის N31, თოფურიას ქუჩა N12, პეტრიწის ქუჩა N12 და ყაზბეგის გამზირის N29ა კორპუსების მიმდებარედ, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სრულდება. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებსა და ახალგაზრდებს რაც შეიძლება მეტი სპორტული სივრცე ჰქონდეთ და სპორტული აქტივობებით დაკავდნენ. ნოემბრის ბოლომდე კი, დაახლოებით, 20-მდე სპორტული სივრცე მოეწყობა. ასევე, მოსახლეობის თხოვნით, 13 მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო. ვცდილობთ, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. პროექტის ფარგლებში, ლითონის ბადეები განახლდა, დაზიანებული ხელოვნური საფარი კი ახლით შეიცვლება. ასევე, მოეწყობა ყველა საჭირო ინვენტარი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „დოკასპორტი“ ასრულებს. პროექტების ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს.
(NS)
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)