|
2018-07-19 17:08:57, 599 ნახვა
საზოგადოება
წავკისის ქუჩაზე გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოხსნილია
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. წავკისის ქუჩის N11-ში საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა, რომელიც სავალ გზასა და ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს. პროექტის ფარგლებში, რელიეფურად რთულ ტერიტორიაზე, 26 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის კედელი და ლითონის მოაჯირი მოეწყო, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 155 571 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე, თანამშრომლებთან ერთად გაეცნო. მიმდინარე წელს გამგეობამ რაიონში გრუნტის დამჭერი 11 კედლის მშენებლობა დაასრულა. აღნიშნული პროექტებისთვის ჯამში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო. წლის ბოლომდე, მთაწმინდაზე კიდევ ცხრა კედლისა და ერთი გაბიონის მოწყობაა დაგეგმილი.
(NS)
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)