|
2018-07-18 18:59:34, 782 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ ყოლბაია სოფიო ქაცარავას და გიორგი ვოლსკის შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკის შეხვდა. ვახტანგ ყოლბაიამ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა მათ მიერ გაწეული აქტიური მუშაობისათვის და ბოლო პერიოდში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისადმი პარტნიორი ქვეყნების უპრეცედენტო მხარდაჭერის მოპოვებისათვის, რაც საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებსა და განცხადებებში აისახა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ავტონომიურ რესპუბლიკაში გარემოს დაცვასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საგანგაშო მდგომარეობაზე. „ვინაიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის კუთხით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის მეტად გააქტიურება და ამ საკითხების კიდევ უფრო წინ წამოწევა. აფხაზეთის გარემოზე ზრუნვა, ისევე როგორც კულტურული მემკვიდრეობის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება, არის ჩვენი ქართველებისა და აფხაზების საერთო ამოცანა. ვფიქრობ ეს ის საკითხებია სადაც შევძლებთ თანამშრომლობას და ამ საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა გვექნება“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)