|
2018-07-18 13:39:21, 563 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს
მთელი საქართველოს ბანკმა, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან ერთად სტუდენტების სტაჟირება/დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა. პროგრამა ითვალისწინებს საბაკალავრო საფეხურის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკში სტაჟირების გავლას შემდეგი მიმართულებებით: ინფორმაციული ტექნოლოგიები; მარკეტინგი (ბრენდინგი, PR, შიდა ბრენდინგი); მენეჯმენტი (HR -ადმინისტრირება, შერჩევა, ტრენინგები, შეფასება და განვითარება); ფინანსები (კორპორაციული რეპორტინგი, ბიუჯეტირება, ბიზნეს რეპორტინგი, ბილინგი, დებიტორებისა და კრედიტორების მართვა). პროექტი ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და კარიერული გეგმების განსაზღვრას, რაც წარმატებულ სტაჟიორებს შესაძლებლობას მისცემს აითვისონ კომპანიაში არსებული ვაკანტური ადგილები. თავის მხრივ, კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა შექმნას შესაბამისი საკადრო რეზერვი. „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია განათლების მხარდაჭერა, განსაკუთრებით სტუდენტთა სტაჟირების ხელშეწყობა. ვფიქრობთ, ქვეყნის წამყვან კომპანიაში სტაჟირება პროგრამის მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმავონ პრაქტიკა მათთვის საინტერესო სფეროებში მუშაობით და ასევე, შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. „ის, რაც საქართველოს ბანკის უნივერსიტეტს გამოარჩევს სხვა სასწავლებლებისგან, არის ჩვენი სურვილი, სტუდენტებს დავეხმაროთ იპოვონ თავიანთი ნამდვილი ინტერესის სფერო, დავანახოთ მათ, რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნა და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი როგორც საკუთარი მომავლისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისათვის. სტაჟირების შედეგად მიღებული გამოცდილება სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას შეცვალონ ან შექმნან რამე ღირებული თავიანთ სფეროში”,- განაცხადა საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის რექტორმა, აკაკი ხელაძემ.
(R)
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)