|
2018-07-18 11:53:02, 1059 ნახვა
პოლიტიკა
საქართველომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტს რეზოლუციის მიღება შესთავაზა
საქართველომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტს რეზოლუციის მიღება შესთავაზა. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რეზოლუციაში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ღია მმართველობის პრინციპები და მიდგომები, რომლებიც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ განვითარებასა და გამჭვირვალე მმართველობას. „პარტნიორობის მთავარი ღირებულება სწორედ გამოცდილების გაზიარებაა, რაც დიდ დახმარებას გვიწევს გრძელვადიანი შედეგების მიღწევაში. გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, ვიმსჯელოთ ამავე დროს არსებულ გამოწვევებზე. ღია მმართველობის ლიდერთა გაერთიანებით შესაძლებელი გახდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და შედეგზე ორიენტირებული ვალდებულებების აღება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობა - ეს არის, პირველ რიგში, მოქალაქეებისთვის ხელშესახები ცვლილებების მიღწევის შესაძლებლობა. საქართველო, ისევე, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის სხვა ქვეყნები, კვლავ დგას გამოწვევების წინაშე. ამიტომ, სამიტის ფარგლებში ჩვენ მმართველ კომიტეტს შევთავაზეთ რეზოლუციის მიღება, სადაც მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ღია მმართველობის პრინციპები და მიდგომები, რომლებიც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ განვითარებასა და გამჭვირვალე მმართველობას. ეს რეზოლუცია გუშინ OGP-ის მმართველმა კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა და მინდა, მათ ამისთვის მადლობა გადავუხადო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე დღის წინ ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა დაამტკიცა ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესებას, საჯარო ფინანსების უკეთეს მართვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, ჩვენ როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩვენ ოთხი მთავარი მიზანი დავისახეთ, ესენია: მოქალაქეთა ჩართულობისა და თანამშრომლობის გაძლიერება; მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; საჯარო სერვისების მიწოდებაში ინოვაციების დანერგვა და ღია მმართველობის პარტნიორობის, როგორც ინიციატივის მნიშვნელოვანი გაძლიერება და განმტკიცება. სამიტის დაგეგმვისას სწორედ ეს თემატიკა გავითვალისწინეთ. იმედს გამოვთქვამ, ეს ფორუმი იქნება საუკეთესო საშუალება ჩვენი თანამშრომლობის გასაღრმავებლად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)