05:09 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 09:50:56, 632 ნახვა

პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კატერინა მატერნოვას შეხვდა

საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ კატარინა მატერნოვამ ფინანსთა სამინისტროში გამართული მოლაპარაკებებისას.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარების მნიშვნელობას როგორც საბიუჯეტო მხარდაჭერის, ისე საინვესტიციო პროექტების მიმართულებით.

თავის მხრივ, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, ფინანსთა მინისტრს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას, კვლავ გააგრძელოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა, ასევე  სტრუქტურული რეფორმების განხორციელება.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა  მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე და ამ მიმართულებით საგარეო საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ახალი ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოს აქვს როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით, ასევე, ენერგოეფექტურობის პოლიტიკის მიმართულებით.

მხარეებმა ასევე, განიხილეს ევროკომისიასთან თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics