|
2018-07-17 20:02:13, 924 ნახვა
საზოგადოება
ბარათაშვილის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იცვლება
ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 ივლისის 23:00 საათიდან, ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულიდან გამომდინარე, 18 ივლისიდან დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები: ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მოძრავი N2, N25, N39 და N43 ავტობუსების ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „ავლაბარი“ განისაზღვრა. N46 ავტობუსი მგზავრებს დიღმის მასივიდან ბარათაშვილის ქუჩამდე გადაიყვანს. N37 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან მეტროსადგურ „ისანს“ გორგასლის, გულიასა და ნავთლუღის ქუჩების გავლით დაუკავშირდება. N122 ავტობუსი სადგურის მოედნიდან მუჯირიშვილის ქუჩაზე მოსახვედრად გაივლის წინამძღვრიშვილის ქუჩას, საიდანაც მოძრაობას განაგრძობს ხეთაგუროვისა და ბუხაიძის ქუჩების გავლით. დროებით შეიცვლება ბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრისკენ მოძრავი მიკროავტობუსების მარშრუტებიც: ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები გაივლიან გორგასლის ქუჩას, შემდეგ 300 არაგველის ხიდის მეშვეობით დაუკავშირდებიან იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. N61 და N111 სამარშუტო ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსები ბარათაშვილის ხიდიდან სამრეკლოს ქუჩაზე ხეთაგუროვისა და ბუხაიძის ქუჩების გავლით მოხვდებიან, ხოლო, N31 და N50 მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებად ევროპის მოედანი განისაზღვრება.
(NS)
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)