|
2018-07-17 19:35:02, 2691 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: პუტინთან შეხვედრამ უკეთესად ჩაიარა, ვიდრე ნატო-ს სამიტმა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰელსინკიში რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას დადებითად აფასებს. როგორც თეთრი სახლის ლიდერი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, შეხვედრამ ნატო-ს სამიტზე უკეთესად ჩაიარა. „მიუხედავად იმისა, რომ კარგი შეხვედრა მქონდა ნატო-სთან, როდესაც შევაგროვეთ დიდი ოდენობით ფული, მქონდა უკეთესი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა ამგვარად არ გაშუქდა – ყალბი ახალი ამბები შეიშალა. მე შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ნატო-სან. მათ 33 მილიარდი დოლარით მეტი გადაიხადეს და მომავალში კიდევ ასობით მილიარდი დოლარით მეტს გადაიხდიან მხოლოდ ჩემს გამო. ნატო იყო სუსტი, თუმცა ახლა ის კვლავ ძლიერია (ეს რუსეთისთვის ცუდია). მედია კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მე ლიდერებთან უხეში ვიყავი და ფულს საერთოდ არ ახსენებს!“ – წერს ტრამპი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)