|
2018-07-17 14:40:38, 2371 ნახვა
მსოფლიო
„ეს ამერიკის პრეზიდენტის ყველაზე სამარცხვინო წარმოდგენა იყო“ - მაკკეინი ჰელსინკის შეხვედრას შეცდომად აფასებს
რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის პრეზიდენტის დონადლ ტრამპის და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენციას გამოეხმაურა. სენატორმა ტრმის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა. "ეს ამერიკის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო წარმოდგენა იყო ქვეყნის ისტორიაში. რთულია განსაზღვრო ის ზიანი, რაც პრეზიდენტ ტრამპის გულუბრყვილობას, ეგოიზმს, სიყალბესა და ავტოკრატების მიმართ გამოხატულ სიმპათიას მოაქვს. ცხადია, ჰელსინკის სამიტი ტრაგიკული შეცდომა იყო. პრეზიდენტმა გააკეთა ცნობიერი არჩევანი, რომ დაეცვა ტირანი თავისუფალი პრესის კითხვებისაგან", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა, მსახიობმა არნოლდ შვარცნეგერმაც გააკრიტიკა. მან ტეთრი სახლის ლიდერს დოყლაპია უწოდა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის 16 ივლისს შელსინკიში შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)