14:02 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 14:26:24, 1073 ნახვა

საზოგადოება
„რა უნდა გავითვალისწინოთ ხორცის შეძენისას“ - სეს-ის მოსახლეობას მიმართავს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ხორცის შეძენისას სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინონ.

როგორც სეს-ის თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ვასილ ბასილაძე აცხადებს, ხორცი მიეკუთვნება მალფუჭად სურსათს და აუცილებელია, რეალიზაციის და შეძენისას ის სამაცივრე განყოფილებაში იყოს მოთავსებული. 

"იდეალურ პირობებში ხორცის შენახვის ტემპერატურა არის +6 გრადუსი. ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ეტიკეტირებას, რადგან ეტიკეტზე მოტავსებულია ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს. ხორცზე მიკრულ ეტიკეტზე უნდა იყოს სასაკლაოს აღიარების ნომერი, ასევე დამზადების თარიღი, საათი და შენახვის ვადა, რომელიც საქართვველოს კანონმდებლობით არის 48 საათი და საქონლის საყურე ნომერი. ამასთან, ხორცი არ უნდა იყოს მუქი შეფერილობის და არ უნდა ჰქონდეს ლორწოვანი გარსი. რაც შეეხება გატარებულ ხორცს, ე.წ. ფარშს, მისი მოხმარების ვადა, არის გატარებიდან 6 საათი", - განაცხადა ბასილაძემ.

სურსათის სააგენტოს წარმომადგენელი მოქალაქეებს მოუწოდებს, დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501 დარეკეონ. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics