|
2018-07-17 13:58:44, 2543 ნახვა
მსოფლიო
„ველოდებოდი, როდის გამოართმევდით პუტინს ავტოგრაფს“ - შვარცნეგერმა ტრამპს დოყლაპია უწოდა (ვიდეო)
კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა და ჰოლივუდის მსახიობმა არნოლდ შვარცნეგერმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ერთობლივ პრესკონფერენციას გამოეხმაურა. მსახიობმა თეთრი სახლის ლიდერს "დოყლაპია" უწოდა და პრესკონფერენციაზე მისი ქცევების გამო გააკრიტიკა. "პრეზიდენტო ტრამპ, ახლახანს ვნახე თქვენი პრესკონფერენცია პუტინთან და ის იყო სამარცხვინო. იქ იდექით როგორც დოყლაპია, როგორც პატარა ფანი ბიჭუნა... ჩემს ტავს ვეკითხებოდი, ნეტა ავტოგრაფს როდის გამოართმევდით პუტინს ან გადაირებდით მასთან სელფის? თქვენ უღალატეთ ამერიკის მართლმსაჯულებას, დაზვერვას და მთლიანად ქვეყანას. თქვენ ხართ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ასე არ უნდა იქცეოდეთ. რა გჭირთ?! რა დაემართა რონალდ რეიგანის იმ სიტყვებსა და ძალას, როდესაც ის ბერლინის კედელთან იდგა და გორბაჩოვს უთხრა: „ჩამოშალეთ ეს კედელიო“?", - განაცხადა შვარცნეგერმა ვიდეო მიმართვაში. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დონალდ ტრამპმსა და ვლადიმერ პუტინს შორის გუშინ შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)