|
2018-07-17 13:40:20, 1820 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ფინეთმა დააფინანსა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ფინეთმა დააფინანსა, - ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა იუხა სიპილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე დახარჯული თანხა არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ჰელსინკიში შეხვედრის გასაშუქებლად 1 500 ჟურნალისტი იყო ჩამოსული. მისივე შეფასებით, ეს იყო კარგი შანსი, რომელიც ქალაქის პიარისთვის გამოიყენეს. სიპილას თქმით, მსოფლიომ ნახა, რომ ფინეთს შეუძლია მაღალი რანგის შეხვედრების ორგანიზება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფინელ ხალხს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. "მადლობას ვუხდით ფინეთის და უშუალოდ ჰელსინკის მოსახლეობას, იმისათვის რაც გაკეთდა", - აღნიშნა კრემლის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერს შორის შედგა. მანამდე პრეზიდენტები ერთამენთს სხვადასხვა სამიტების ფორმატებში ხვდებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)