|
2018-07-16 15:56:36, 741 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ახალი ვარიანტი სექტემბერში იქნება მიღებული
„შრომის უსაფრთხოების კანონმა უნდა შეიცვალოს სტატუსი და უნდა გახდეს ორგანული კანონი, რაც ასევე, გააუმჯობესებს დაცვის სტანდარტს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, კანონის ახალი ვარიანტი სექტემბერში იქნება მიღებული. კობახიძის განმარტებით, გარდა სტატუსის ცვლილებისა, მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს ამ კანონის შინაარსი „ჩვენ რამდენიმე კანონპროექტი უკვე მივიღეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე, ჰარმონიზაციის პროცესში არის უკვე დაწყებული მსჯელობა ახალ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების კანონმა უნდა შეიცვალოს სტატუსი და ეს უნდა გახდეს ორგანული კანონი, რაც ასევე, გააუმჯობესებს დაცვის სტანდარტს. გარდა სტატუსის ცვლილებისა, მნიშვნელოვანია, რომ შინაარსი შეიცვალოს ამ კანონის. ამაზე მუშაობა არის დაწყებული და სექტემბერში აუცილებლად იქნება მიღებული ამ კანონის ახალი ვარიანტი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)