23:24 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 12:52:48, 744 ნახვა

კომენტარი
ლევან იზორია: ნატო რჩება ღია კარის პოლიტიკის ერთგული

„ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა ძალაშია. ყველა წევრმა ქვეყანამ დააფიქსირა პოზიცია, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან იზორიამ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლა ნატოს სამიტის შედეგების შეჯამებით დაიწყო. მისი განცხადებით, განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნა ის რეფორმები და პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და განსაკუთრებით თავდაცვის უწყებაში მიმდინარე მოდერნიზებისა და რეფორმების მიმართულებით მიაღწია.

„მნიშვნელოვანი დეკლარაციები იქნა მიღებული - ერთი სამიტის და მეორე ნატო-საქართველოს კომისიის, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო რჩება ღია კარის პოლიტიკის ერთგული“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

მან ყურადღება გაამახვილა ადეკვატური დაფინანსების კუთხით მიღწეულ პროგრესზე:

„ეს იყო სამიტის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემა. კერძოდ, თავდაცვის ბიუჯეტი უნდა შეადგენდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, ხოლო ქვეყნებმა თავდაცვის ბიუჯეტის 20% უნდა მიმართონ ძირითად შეიარაღებაზე. საქართველო ამ თვალსაზრისით არის ერთ-ერთი მოწინავე, პარტნიორი ქვეყანა ნატოსთვის და სამაგალითო სხვა წევრი ქვეყნებისთვის, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, რომ ეს მოთხოვნა 2024 წელს დასრულდეს. ეს იყო აღიარებული და დადასტურებული“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ლევან იზორიამ დეკლარაციაში გაცხადებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაფართოების ინიციატივაზეც ისაუბრა, სადაც ახალი მიმართულებების შესახებ არის საუბარი, როგორიცაა: კონტრმობილურობა, კიბერუსაფრთხოება და უსაფრთხო კომუნიკაციების სისტემა. როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, დოკუმენტში, ასევე აღნიშნულია ერთობლივი წვრთნების ჩატარების დაგეგმვა, რომელიც მომავალ წელს უფრო ფართო მასშტაბით გაიმართება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics