03:46 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 10:43:13, 875 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ

საქართველოს პარლამენტში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო.

ამ დროისთვის გაერთიანებული კომიტეტების ორი პარალელური სხდომა მიმდინაროებს, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

კომიტეტების შემდეგ, კანდიდატები ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“, „ნაციონალური მოძრაობის“, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლების წინაშე წარდგებიან.

მოსმენების დასრულების შემდეგ, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც ხვალინდელი რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს დაამტკიცებენ. სწორედ ხვალ გაიმართება კენჭისყრა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე.

ცნობისთვის, მთავრობის ახალ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია. კერძოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად წარდგენილია  მიხეილ ბატიაშვილი, ფინანსთა მინისტრად ივანე მაჭავარიანი, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად გიორგი ქობულია.

 

აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics