|
2018-07-12 14:34:08, 1766 ნახვა
მსოფლიო
DW: დონალდ ტრამპი ნატო-ს წევრებს ალიანსის დატოვებით დაემუქრა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებს ნატო-ს დატოვებით დაემუქრა, - ამის შესახებ DW სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, თავდაცვისთვის გამოყოფილი თანხა 2 პროცენტამდე გაზარდონ. კერძოდ, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა მშპ-დან შემოსული თანხების 2 პროცენტი უნდა მოახმარონ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ეს 2024 წლამდე უნდა მოხდეს. სააგენტო Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპის მხრიდან პირდაპირი მუქარა არ გაჟღერებულა, თუმცა მისი ტონი ულტიმატუმს ჰგავდა. მედიის ცნობით, აღნიშნული საუბრები თეთრი სახლის ლიდერის მიერ გერმანიის, ესპანეთისა და ბელგიის კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური განცხადება გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არც თავად ტრამპს და არც მის წარმომადგენლებს გაუკეთებიათ. DW-ს კორესპონდენტის თქმით, შეხვედრა დონალდ ტრამპსა და ანგელა მერკელს შორის მშვიდობიან გარემოში წარიმართა, რის შემდეგაც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ურთიერთობები ბერლინთან გრანდიოზულია. ცნობისთვის, გერმანია იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ამერიკამ ყველაზე მეტად გააკრიტიკა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ბერლინს ნატო-ს ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ შეაქვს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)