|
2018-07-12 10:47:01, 762 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი სტოლტენბერგს: საქართველო თავისი პასუხისმგებლობით და შემართებით, ნატო-ს მხრიდან სწრაფ რეაგირებას იმსახურებს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში, დღევანდელი შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთანიენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს ნატო- საქართველო -უკრაინის შეხვედრის ორგანიზებისათვის და აღნიშნა, რომეს შეხვედრა, სადაც საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობაზე ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურები იმსჯელებენ, საქართველოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე და იმ პროგრესზე ისაუბრა, რასაც საქართველომ მიაღწია. "ბატონო სტოლტენბერგ, ნება მომეცით, პირადად გადაგიხადოთ მადლობა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებაში ჩადებული ძალისხმევისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მნიშვნელოვანი შეხვედრების ორგანიზებისათვის, რომლებიც დღეს გაიმართება. ჩემი ქვეყნისთვის ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მსოფლიო ლიდერებთან საქართველოს უსაფრთხოება, მომავალი და სტაბილურობა უკრაინასთან ერთად განვიხილოთ. საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი ხელს უწყობს ევროატლანტიკურ სტაბილურობას და ერთერთ უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორია მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ერთერთი მთავარი კონტრიბუტორი ვართ, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვაღრმავებთ ნატოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგს და მოხარულნი ვართ, რადგან შავი ზღვის რეგიონი უმნიშვნელოვანესია და მჯერა, რომ ამ კონტექსტში საქართველოს ჩართულობა მეტი უსაფრთხოების და სტაბილურობის მომტანი იქნება რეგიონისთვის. რამდენიმე წუთში, როგორც აღვნიშნე, მსოფლიო ლიდერებთან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობის საკითხებსა და ქვეყნის უსაფრთხოებას განვიხილავთ. ჩვენს მოკავშირეებთან ვიმსჯელებთ თუ როგორ გავხადოთ საქართველო უფრო სტაბილური და უსაფრთხო, როგორ გავაძლიეროთ უკვე არსებული ნატო-ს ფორმატები, რომლებიც ჩემს ქვეყანას ეხმარებიან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, მოკავშირეებთან უფრო ქმედით თანამშრომლობაში და საბოლოო მიზნის, ნატო-ში გაწევრიანების მიღწევაში. ყველა ვთანხმდებით, რომ რომ ნატოს და საქართველოს განსაკუთრებული პრაქტიკული თანამშრომლობა აკავშირებთ, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ თანამშრომლობა კონტრდაზვერვის, უსაფრთხო კომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. მომავალ წელს ვგეგმავთ ძალიან ინტენსიური წვრთნების ჩატარებას ჩვენ მოკავშირეებთან ერთად. ჩემი პოზიცია, რომელსაც ბევრი ჩვენი მეგობარი და მოკავშირე იზიარებს არის ის, რომ ქართველი ხალხი, მათი შესაძლებლობების, თავდადებისა და საერთო ტვირთის გაზიარების გათვალისწინებით, ვიმსახურებთ ალიანსთან სწრაფ დაახლოება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. გიორგი მარგველაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას რუსეთის ანექსიურ პოლიტიკასადა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო უკვე ნატოსთან თავსებადი, პასუხისმგებლიანი პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატოსღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და შესაბამისად, ემზადება ჩრდილოატლანტიკურიორგანიზაციის წევრობისათვის.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)