|
2018-07-09 18:21:33, 1004 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ზვიად კუპრავასთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა, „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელისთვის, ზვიად კუპრავასთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, რაც სამართალწარმოების მონაწილე მოსამართლის შეურაცხყოფაში გამოიხატა, ზ.კ-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლ.თ.-ს მიერ იხილებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ზ.კ-ს და სხვათა მიმართ, რა დროსაც სასამართლო პროცესზე 14:00 საათიდან 15:00 საათამდე გამოცხადდა შესვენება. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზ.კ. თვითნებურად გავიდა სხდომის დარბაზიდან და ჩავიდა პირველ სართულზე მდებარე სასადილოში. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ სასადილოში შევიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და ზ.კ-ს სხდომის დარბაზში დაბრუნება მოსთხოვეს და განუმარტეს, რომ მოსამართლეს პროცესი უნდა გაეგრძელებინა, რის გამოც აუცილებელი იყო სხდომის დარბაზის და მონაწილე პირების მზადყოფნა. ზ.კ. არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოწოდებას და მოსამართლის მისამართით შეიგინა. პოლიციელთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ზ.კ.-მ უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და კვლავ იგინებოდა სამართალწარმოების მონაწილე მოსამართლის მისამართით და უცენზურო ფრაზებით მოიხსენიებდა მას, რითაც გამოხატავდა სასამართლოსადმი აშკარა უპატივცემულობას. აღნიშნულის გამო ზ.კ.-ს სასამართლო სხდომის დარბაზში მიყვანა პოლიციის მუშაკების მიერ იძულების პროპორციული ზომის გამოყენებით მოხდა. ბრალდების მხარემ ზ.კ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ზ.კ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)