06:08 - 07 Jul, 2026
|
2018-07-09 11:22:56, 1422 ნახვა
მსოფლიო
იაპონიაში წყალდიდობას 100 ადამიანი ემსხვერპლა
იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ NHK იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 50-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. სინოფტიკოსები ვარაუდობენ, რომ უხვი ნალექი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება და ამან შესაძლოა ახალი საფრთხე შეუქმნას მოსახლეობას. ისინი მოქალაქეებს აფრთხილებენ შესაძლო მეწყერის ჩამოწოლის საფრთხის გამო. მედიის ცნობით, სტიქიის ზონიდან მაშველებმა ამ დროისთვის 1 800 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. სულ სხვადასხვა პროვინციიდან 32 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 20 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება. შეგახსენებთ, სტიქია იაპონიას 6 ივლისს დაატყდა. 7 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიტბორა და განადგურდა ასობით სახლი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)