|
2018-07-08 19:33:27, 686 ნახვა
პოლიტიკა
სოფიო ქაცარავა: „ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური სტაბილურობა შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე"
ბერლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვითი კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ კომიტეტის ანგარიში და რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომელსაც ასამბლეა პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს და ბერლინის დეკლარაციაში ასახავს. სხდომაზე რეზოლუციის ტექსთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს. „ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური სტაბილურობა შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოება - ჯანსაღი გარემოსა და კეთილდღეობა - ეკონომიკური თანამშრომლობის გარეშე. მივესალმები ამ მრავალგანზომილებიან მიდგომას და შესაბამის პრაქტიკულ ქმედებებს, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნების პარლამენტებსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. კომიტეტის სხდომაზე ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგატების წინაშე გამოსვლისას, სოფიო ქაცარავამ ყურადღება იტალიის როგორც 2018 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებსა და მიზნებზე გაამახვილა, რაც კორუფციასთან ბრძოლას, ციფრული ეკონომიკის ოპტიმიზაციას, კლიმატურ ცვლილებებს და მიგრაციის საკითხებს მოიცავს. დელეგაციის ხელმძღვანელმა მიგრაციის თემას ხაზი გაუსვა და ამ ჭრილში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას შეეხო. სოფიო ქაცარავამ განსაკუთრებული ყურადღება კორუფციასთან ბრძოლის საკითხებს დაუთმო. მისი განცხადებით, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, რომლის თავმჯდომარე ქვეყანა სწორედ საქართველოა, მისი ქვეყანა პარტნიორ ქვეყნებს მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს და საქართველო მზადაა საკუთარი გამოცდილება სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს. სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო თემაზე - ეუთოს ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობისთვის საპარლამენტო როლის გავლენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნების პარლამენტარების როლის გაძლიერება ხელშესახები შედეგის წინაპირობა იქნება.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)