|
2018-07-08 16:16:11, 1488 ნახვა
მსოფლიო
ტაილანდში მღვიმეში ჩავარდნილი ბავშვებიდან ორი ამოიყვანეს
ტაილანდში მაშველებმა ქხაო ლუანგის გამოქვაბულიდან 13 ადამიანიდან ორის ამოყვანა უკვე შეძლეს. ამჟამად მათ სამედიცინო შემოწმება უტარდებათ. ინფორმაციას „როიტერი„ ავრცელებს. ტაილანდის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ბავშვებს საავადმყოფოში გადაიყვანენ. ტაილანდური მედია წერს, რომ მღვიმე სავარაუდოდ მესამე ბიჭმაც დატოვა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ. ასობით სამხედრო მოსამსახურე, მაშველები და მოხალისეები ქხაო ლუანგის გამოქვაბულის რაიონში მუშაობენ, სადაც იქ ბლოკირებული 12 ბავშვის და მათი საფეხბურთო მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. 15 ადამიანისგან შემდგარი ბრიგადები მთებში ამ წყალსადენების გადასაკეტად მუშაობენ. დილით, სამაშველო ოპერაციის რაიონში სატვირთო ავტომობილების კოლონა მივიდა, რომლითაც დიდი რაოდენობით პლასტიკური მილები მიიტანეს. შეგახსენებთ, ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გამოსაყვანად ოპერაცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)