06:09 - 07 Jul, 2026
|
2018-07-07 12:56:11, 1454 ნახვა
მსოფლიო
სტიქია იაპონიაში - წყალდიდობას 35 ადამიანი ემსხვერპლა, 47 დაკარგულად ითვლება
იაპონიაში წყალდიდობის გამო 35 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახენ NHK იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის დროს კიდევ 4 ადამიანი დაშავდა და მათი მდგომარეობა კრიტიკულია. გარდა ამისა, მაშველების ცნობით, 47 ადამიანი დაკარგულად ითვლება. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 48 ათასი პოლიციელი, სამხედრო და მაშველი მონაწილეობს. სტიქიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დინძო აბეც გამოეხმაურა და შექმნილ ვითარებას "უკიდურესად მძიმე" უწოდა. ცნობისთვის, სტიქია იაპონიას 6 ივლისს დაატყდა. 7 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიტბორა და განადგურდა ასობით სახლი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)