|
2018-07-06 14:24:31, 807 ნახვა
პოლიტიკა
„გამჭვირვალობა“ პრემიერს: მთავრობის დაკომპლექტებამდე გაითვალისწინეთ წულუკიანის როლი სასამართლო სისტემის წარუმატებელი რეფორმების პროცესში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართავს, რათა მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებამდე მან გაითვალისწინოს იუსტიციის ამჟამინდელი მინისტრის როლი სასამართლო სისტემის წარუმატებელი რეფორმების პროცესში. გარდა ამისა, ორგანიზაცია პრემიერს მოუწოდებს იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე ისეთი კანდიდატი შეარჩიოს, რომელსაც აქვს მკაფიოდ გამოხატული ხედვა, რეფორმის შემდგომი მიმართულებების თაობაზე. "იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობის მომავალი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მართლმსაჯულების სისტემის არსებითი და სრულფასოვანი რეფორმირება იქნება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" წლებია სწავლობს სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას და შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს როგორც სასამართლო სისტემის, ისე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას. ჩვენი ორგანიზაციის უკანასკნელი კვლევის, „კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში", მიგნებებმა შემაშფოთებელი ტენდენციები გამოავლინა, რაც მთავრობის მხრიდან ძირეული რეფორმების გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს. წლებია, იუსტიციის მინისტრის არათანმიმდევრული პოლიტიკა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით და მინისტრ თეა წულუკიანის უშუალო ჩართულობით ექვსი წელი მიმდინარეობდა კლანურობის პრინციპით შერჩეული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესში გადაიზარდა და ხელი შეუწყო კორუფციის რისკების ზრდას სისტემაში. მოგმართავთ თხოვნით, მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებამდე გაითვალისწინოთ იუსტიციის მინისტრის როლი სასამართლო სისტემის წარუმატებელი რეფორმების პროცესში. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე წარადგინოთ ისეთი კანდიდატი, რომელსაც სიღრმისეულად აქვს გააზრებული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები და ამასთანავე აქვს მკაფიოდ გამოხატული ხედვა, რეფორმის შემდგომი მიმართულებების თაობაზე. გამოვთქვამთ მზადყოფნას შეხვედრისთვის, რა დროსაც მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას კვლევაში გაკეთებული მიგნებებისა და ჩვენი ორგანიზაციის ხედვის შესახებ სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმებისთვის", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)