|
2015-01-20 12:53:12, 2861 ნახვა
სამართალი
რუსეთი მიხეილ სააკაშვილს გენოციდის და მკვლელობის ბრალდებით საერთაშორისო სასამართლოში უჩივის
რუსეთმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გენოციდის, მკვლელობის, აკრძალული საშუალებების გამოყენების და ომის წარმოების დაუშვებელი მეთოდების ბრალდებებით საერთაშორისო სამამართლოში მასალები გადაგზავნა, - ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მარკინმა გაზეთ „Собеседник“-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი განცხადებით, მიხელ სააკაშვილი მართმსაჯულებას ვერსად ვერ გაექცევა და სასამართლოს წინაშე ის აუცილებლად წარსდგება. „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მართლმსაჯულებას ვერ გაექცევა და სასამართლოს წინაშე ის აუცილებლად წარსდგება, რადგან 2008 წელს სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთში ჯარების შეყვანის თაობაზე და რუსეთის სამშვიდობო ორგანოზე თავდასხმაზე გასცა ბრძანება, თუმცა დასავლეთში მისი ქმედებები არავინ არ გააკრიტიკა. ამჟამად კი, ეს ჰალსტუხის მჭამელი მსოფილოში დაეხეტება და საქართველოში დაბრუნების ეშინია, რათა არ დაიჭირონ“, - განაცხადა ვლადიმერ მარკინმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)