10:41 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-05 15:50:37, 1078 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილმა აზიის განვითარების ბანკის დელეგაციასთან მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომელთანაც მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები განიხილა.

ბანკის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აღნიშნული საფინანსო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ჰელმუტ ფიშერი და ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იეშიმ ელჰან-კაიალარი. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და რომეო მიქაუტაძე, სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი თორნიკე რიჟვაძე.  

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, ლიბერალურ ბიზნეს გარემოსა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რომლებმაც გაზარდეს საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი საქართველოს ეკონომიკის მიმართ.
ასევე ყურადღება  გამახვილდა საქართველოს წარმატებებს საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის, მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ „ბიზნეს კეთების სიმარტივის" 2018 წლის რეიტინგზე, რომლის თანახმადაც საქართველოს მე-9 პოზიცია უკავია.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში არსებული ვითარებაზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკაზე, საფინანსო სექტორზე, აგრეთვე საგზაო ინფრასტრუქტურაზე, რომლის ერთ-ერთი მსხვილი დონორიც აზიის განვითარების ბანკია.
მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობა CAREC - ის (ცენტრალური აზიის რეგიონალური თანამშრომლობის პროგრამა) ფორმატში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ თანამშრომლობას რეფორმების განხორციელებისა და ინფრასტრუქტურული და სხვა სახის სტრატეგიული პროექტების განხორციელების მიმართულებით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics