|
2018-07-04 18:53:40, 835 ნახვა
კომენტარი
ჩიხრაძე - უმაღლესი თანამდებობის პირები ქრებიან თანამდებობიდან ისე, რომ საზოგადოებას ღირსადაც არავინ არ თვლის, აუხსნას
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე აჭარის მთავრობის მეთაურის ზურაბ პატარაძის გადადგომას ეხმაურება და მმართველ გუნდს შესაბამისი ახსნა-განმარტებების გაკეთებისაკენ მოუწოდებს. ,,რატომ შეიძლება წასულიყო პატარიძე ამის თაობაზე ახსნა ჩვენ უნდა მოვისმინოთ ან თავად ბატონი პატარაძისგან, ან მმართველი გუნდისგან და ეს ახსნა უნდა იყოს ძალიან მკაფიო. ბოლო პერიოდში, ვხედავთ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები ქრებიან უცებ თანამდებობიდან ისე, რომ ქართულ საზოგადოებას ღირსადაც არავინ არ თვლის აუხსნას, არგუმენტაცია უთხრას, საქმის კურსში ჩააყენოს - რის გამო მიიღება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწვეტილებები. ჩვენ ვნახეთ პრემიერმინისტრის განცხადება გადადგომის თაობაზე და მისი წასვლა. დღეს ჩვენ ვხედავთ აჭარის ლიდერის გადადგომას და წასვლას, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ჩვენ და მთელ ქართულ საზოგადოებას არ მიუღია ნორმალური, ჩამოყალიბებული არგუმენტაცია ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, არც ქართული და არც საერთაშორისო საზოგადოებისთვის არ არის მისაღები და გასაგები", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ. ცნობისთვის, ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დღეს დატოვა. როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებაში“ კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)